ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ფიორენტინასთან" მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ჯონ ჩალრზის რეკორდი გაიმეორა. ევროპის ჩემპიონმა 14 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და მსგავსი მაჩვენებელი პირველად ჩარლზმა დააფიქსირა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.
"იუვენტუსმა" "რონალდუ" 2018 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" დაიმატა. კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა და ზემოთნახსენებ ათ გოლთან ერთად შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.









