სხვა

10:00 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კუდოისტმა რუსი მეტოქის დამარცხება ემოციურად აღნიშნა

იაპონიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მებრძოლმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს კუდოს ნაკრების კაპიტანი რაულ თუთარული რუს მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუთარაულმა გამარჯვების შემდეგ სიხარული ემოციურად გამოხატა.

ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯერ ლიეტუვას ნაკრების წევრს, იგნას ბარისას მოუგო, შემდეგ კი იაპონელი სოიამა რიოტა დაამარცხა.

კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალაქ ნაგოიაში 1-2 დეკემბერ იმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099875