სხვა

13:56 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაულ თუთარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტმა რაულ თუთარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ფინალური შეხვედრა გეგამ მანავაზიანთან დათმო.

თუთარაულს ნეკნის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც დამატებით დროში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი მედალია კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯერ ლიეტუვას ნაკრების წევრს, იგნას ბარისას მოუგო, შემდეგ კი იაპონელი სოიამა რიოტა დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს მეტოქეს სძლია.

აქვე გეტყვით, რომ იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089981