გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
„ნიუ იორკი“ შინ „მილოუკი ბაქსს“ დაუპირისპირდა. მეოთხე პერიოდში „ბაქსი“ 14 ქულით იგებდა, მაგრან „ნიუ იორკმა“ ჩამორჩენა სასწაულებრივად აღმოფხვრა და ძირითადი შედეგი 124:124 დაფიქსირდა. ბოლო წამზე ადეტოკუმპოს მიზანმა უმტყუნა. დამატებით 5-წუთეულში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბოლო წამზე იანისმა თავი ისევ ვერ გამოიჩინა და საბოლოოდ „ნიქსმა“ 136:134 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ადეტოკუმპომ გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვერ ითამაშა, მაინც კარგი შეხვედრა გამოუვიდა: 33 ქულა, 19 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი.
„ტორონტომ“ გასვლაზე „კლივლენდი“ 106:95 დაამარცხა. კანადელებმა შეხვედრა მარტივად მოიგეს, „კავალიერსს“ არანაირი შანსი არ ჰქონია. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. „კლივლენდში“ ტომპსონი 18 ქულით და 19 მოხსნით გამოირჩა. „ტორონტო“ 20 მოგებით და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
„ჰიუსტონმა“ „ჩიკაგოს“ 121:105 აჯობა. პირველსავე პერიოდში ტეხასელები 16 ქულით დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში „ხარები“ მდევრის როლში გახლდნენ. ჯეიმს ჰარდენმა 30 ქულა ჩააგდო. „ჩიკაგოში“ 29 ქულით ზაკ ლავინი გამოირჩა.
„ნიუ იორკი“ – „მილოუკი 136:134 (28:35, 33:31, 32:31, 31:27, ო.ტ. 12:10)
https://www.youtube.com/watch?v=hw1sDNVCcAg
„დეტროიტი“ – „გოლდენ სტეიტი“ 111:102 (24:24, 30:22, 31:32, 26:24)
https://www.youtube.com/watch?v=gWy4YQuGePs
„ვაშინგტონი“ – „ბრუკლინი“ 102:88 (24:19, 18:20, 26:19, 34:30)
https://www.youtube.com/watch?v=WTjYeHLtos4
„კლივლენდი“ – „ტორონტო“ 95:106 (21:21, 19:26, 27:30, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=Zvnw0aINp9I
„ჰიუსტონი“ – „ჩიკაგო“ 121:105 (38:22, 18:24, 31:29, 34:30)
https://www.youtube.com/watch?v=IU3mnKN_mVU
„მინესოტა“ – „ბოსტონი“ 109:118 (26:29, 22:28, 29:27, 32:34)
https://www.youtube.com/watch?v=gDF9rJ2vgmE
„საკრამენტო“ – „ინდიანა“ 111:110 (26:30, 32:30, 31:31, 22:19)
https://www.youtube.com/watch?v=o0Kj584Io7k







