ჩოგბურთი

16:23 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთში რჩება და მონაწილეობას იღებს სოლაპურის საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქაძე კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად იყო განთესილი და ორ მეტოქეს აჯობა. მარიამმა “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ბჰუვანა კალვას 6:3, 6:2 სძლია, მე-9 რეიტინგის მქონე ომანელ ფატმა ალ ნაბჰანის კი 6:2, 6:2 მოუგო.
ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში პოლონეთის წარმომადგენელ კატარჟინა კავას გაეჯიბრა და დაძაბულ შეხვედრაში 1:6, 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა.
თუ ვინ იქნება ბოლქვაძის მეტოქე მერვედფინალში, მოგვიანებრით გაირკვევა, როდესაც პირველი განთესვის მქონე სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ ზეელ დესაის გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში მარიამი და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა “უაილდ ქარდით” მოთამაშე ინდურ-ჩინურ დუეტს (ბჰოსალე-ჟანგი) ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089333