მადრიდის "ატლეტიკოს" და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა ანტუან გრიზმანმა "ოქროს ბურთის" ცერემონიალის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ოქროს ბურთი" ფრანგს უნდა მოეგოო.
"ფრანგმა, რომ ვერ მოიგო, ეს სირცხვილია. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით და ვთვლი, რომ რომელიმე ჩვენგანი "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებდა."- განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთი" ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მოიგო. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, მესამე პოზიცია ანტუან გრიზმანმა დაიკავა.







