გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
„პორტლენდმა“ შინ „ფინიქსი“ 108:86 დაამარცხა. „ფინიქსი“ ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში ერთი პერიოდის განმავლობაში 10-ზე ნაკლები ქულა ჩააგდო. პირველი პერიოდი პორტლენდელებმა 34:9 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. „ფინიქსში“ ყველაზე მეტი 15 ქულა დანიელს ჰქონდა.
„ბოსტონმა“ „ნიუ იორკი“ 128:100 გაანადგურა. ბოსტონელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. „ნიუ იორკში“ 22 ქულით ჰარდევეი გამოირჩა. ბოსტონელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და შვიდმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა კაირი ირვინგს ჰქონდა.
„ბოსტონი“ – „ნიუ იორკი“ 128:100 (38:30, 31:28, 30:26, 29:16)
https://www.youtube.com/watch?v=x3xzcvz4eP0
„პორტლენდი“ – „ფინიქსი“ 108:86 (34:9, 28:32, 25:18, 21:27)
https://www.youtube.com/watch?v=ghz-9r2EC0I
„იუტა“ – „ჰიუსტონი“ 118:91 (27:18, 26:27, 38:11, 27:35)
https://www.youtube.com/watch?v=_jPBcaFUVKw







