ფეხბურთი

11:17 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ რეკორდების დამყარებას აგრძელებს. „ბებერმა სინიორამ“ სერია A-ს 15 ტურში 14 მატჩი მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში საუკეთესო სტარტი აქვს ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ, ასეთი კარგი სტარტი (15 ტურში 43 ქულა) მხოლოდ „ბარსელონას“ ჰქონდა (2012-2013 წლების სეზონში) და ტურინელებმა კატალონელთა მიღწევა გაიმეორეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ გუშინ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და სერია A-ს 43 ქულით ლიდერობს.

0.173027