ფეხბურთი

11:55 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „ახლა ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი ეტაპი დაიწყება“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დამთავრდა და ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: „ახლა ტურნირის შესანიშნავი ეტაპი იწყება და დარწმუნებული ვარ, მზად შევხვდებით მას.

თავს მშვიდად ვგრძნობ, იმიტომ, რომ კარგად ვიცი გუნდის და საკუთარი შესაძლებლობებიც. რაც შეეხება „იანგ ბოიზთან“ მატჩს (1:2), რამდენჯერმე შემეძლო გატანა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ.“ - განუცხდა კრიშტიანუმ FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გავიდნენ: „ატლეტიკო,“ „დორტმუნდი,“ „ბარსელონა,“ „ტოტენჰემი,“ „პარი სენ-ჟერმენი,“ „ლივერპული,“ „პორტუ,“ „შალკე,“ „ბაიერნი,“ „აიაქსი,“ „მანჩესტერ სიტი,“ „ლიონი,“ „რეალი,“ „რომა,“ „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093045