ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს რეკორდსმენმა გიორგი ბიგანიშვილმა 50 მეტრზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგიმ დისტანცია 0:22.86 წამში დაფარა და პირველი ქართველი მოცურავე გახდა, რომელსაც ამისთვის 23 წამზე ნაკლები დრო დასჭირდა.
აქამდე ბიგანიშვილის საუკეთესო შედეგი 0:23.14 წამს შეადგენდა, ხოლო საქართველოს რეკორდი (0:23.05) დავით სიხარულიძეს ეკუთვნოდა.
ვთქვათ ისიც, რომ ჩემპიონატის მე-5 დღეს (15 დეკემბერს) გიორგი, რომლის პირადი მწვრთნელიც მანანა ზამბახიძე გახლავთ, 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით გაცურავს.







