ფეხბურთი

15:07 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "მარსელის" მცველით დაინტერესდა

პსჟ-ს "მარსელის" 24 წლის ფრანგი მცველის ჯორდან ამავის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Paris United-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა სპორტული დირექტორი ანტერო ენტიკე 24 წლის ფეხბურთელს შეხვდა და კონტრაქტის დეტალებზე ესაუბრა. ტრანსფერი შედგება თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

ჯორდანი 2017 წლიდან "მარსელში" თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მცველი იქამდე "ასტონ ვილას" და "ნიცას" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087572