ფეხბურთი

15:53 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იანალი „ფენერბაჰჩეს“ ახალი მწვრთნელია

თურქულმა „ფენერბაჰჩემ,“ თავის ოფიციალურ გვერდზე ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაამხილა. ეს ერსუნ იანალი გახლავთ, რომელიც „ფენერს“ უკვე თავკაცობდა 2103/14 წლების სეზონში. იანალმა ამ პოსტზე ერვინ კუმანი შეცვალა, რომელიც დროებით მუშაობდა კლუბში ფილიპ კოკუს გათავისუფლების შემდეგ.

იანალის ბოლო სამუშაო ადგილი „ტრაბზონსფორი“ გახლდათ, სადაც ის 2014-17 წლებში ირჯებოდა. მამანდე მას „დენიზლისფორში,“ „სალიჰლისფორში,“ „ანკარაგიუჯუში,“ „გენჩლერბირლიგიში,“ „ესკიშეჰირსფორსა“ და თურქეთის ნაკრებში უმუშავია.

2013/14 წლების სეზონში მან „ფენებაჰჩე“ ქვეყნის ჩემპიონი გახადა, თუმცა კლუბი, ხელმძღვანელებთან კონფლიქტის გამო დატოვა.

ამჟამად, „ფენერბაჰჩე“ თურქეთის სუპერლიგაში, 15 ტურის შემდეგ, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128709