„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებით მთავარ მწვრთნელად ამავე გუნდის ყოფილი ნორვეგიელი შემტევი ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მანჩესტერი“ ყოველთვის ჩემს გულშია. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები საქმეს და ნიჭიერ კოლექტივს შევხვდები“- განაცხადა სოლსკიაერმა.
შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერში“ 1996-დან 2007 წლების ჩათვლით თამაშობდა. 366 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა.





