კალათბურთი

10:45 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა, "დეტროიტის" - მარცხი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ უშანსოდ, 86:98 დამარცხდა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში უკეთ ირჯებოდნენ, ოთხივე პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. „დეტროიტის“ რიგებში ბლეკ გრიფინი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით გამოიჩინა. ანდრე დრემონდის აქტივში კი 17 ქულა და 16 მოხსნა იყო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს - ზაზამ მხოლოდ და მხოლოდ 4:44 ქუთი ითამაშა და რა გასაკვირია, რომ თავი დიდად ვერ დაგვამახსოვრა: 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ორი საჯარიმო გააცუდა.

„დეტროიტს“ კი 30 მატჩის შემდეგ 15 გამარჯვების წილ 15 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე საფეხურზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს, საკუთარ დარბაზში ზაზას ყოფილ გუნდთან, „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08936