სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:12 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსსა" და Adidas-ს შორის 408 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსსა“ და Adidas-ს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანული კომპანია „იუვეს“ ტექნიკური სპონსორი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება.

ძველი კონტრაქტი 2021 წლამდე იყო გათვლილი და შესაბამისად, 6 წლით განახნგრძლივდა. განახლებული პირობების თანახმად „იუვენტუსს“ Adidas-ი 8 წლის განმავლობაში 408 მილიონ ევროს გადაუხდის (სეზონში 51 მილიონს). აღსანიშნავია, რომ განახლებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა.

გარდა ამისა, Adidas-ი 2018 წლის 31 დეკემბრამდე პრემის სახით 15 მილიონ ევროსაც გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ტექნიკური სპონსორი Adidas-ი 2015 წლის ზაფხულიდანაა.

თეგებიიუვენტუსი
0.077786