დღეს ოლიმპირ სასახლეში “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ერთი, თუმც მეტად პრინციპული მატჩი გაიმართა. MBG “ზაზას აკადემიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 84:80 დამარცხა.
ამ გუნდებს იოლად ჰყავდათ დამარცხებული “თელავი, თუმცა “ვერასთან” ორივემ წააგო და შესაბამისად, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ოთხიდან 4 გამარჯვების მომპოვებელი “ვერა” ჯგუფში პირველზე გავა და “ა” ლიგაში პირდაპირ შევა, ხოლო მეორე ადგილი, რომელიც დამატებით შანსს “წყალტუბოსთან” გადასასვლელ რაუნდში მონაწილეობის სახით იძლევა, სწორედ MGB-ისა და “ზაზას აკადემიას” შორის გათამაშდება.
“ზაზას აკადემია” მესამე მეოთხედში 10 ქულით იგებდა, ბოლო ათწუთეულშიც წინ იყო, თუმცა გმირობა ჩაიდინა MBG-ის აერიკელმა ლეგიონერმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს თამაში დამატებით დროში გადააყვანინა – 75:75. ექსტრახუთწუთეულში მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა MBG-იმ იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა.
ეს გუნდები მეორე წრეში კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს და იმ მატჩის შემდეგ გაირკვევა, თუ რომელი მათგანი გააგრძელებს “ა” ლიგაში მოსახვედრ ბრძოლას.
MBG – ზაზას აკადემიასტატისტიკა: 84:80 (დ.დ)
www.gbf.ge







