კალათბურთი

11:47 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვერამ" "ზაზას აკადემიას" სძლია და “ა” ლიგის საკვალიფიკაციოს წაუგებლად ლიდერობს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის 2 მატჩი გაიმართა. MBG-იმ დამაჯერებლად – 85:56 სძლია ტურნირის უპირობო აუტსაიდერ “თელავს”, ხოლო “ვერასა” და “ზაზას აკადემიის” მატჩს სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა “ვერამ” მეტოქე საკმაოდ იოლად – 96:75 დაამარცხდა და “ა” ლიგის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა. რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული შანსი, რომ 5-დან 5 მოგების მქონე “ვერამ” დარჩენილი 1 მატჩი წააგოს (პლუს MBG-იმ “ზაზასაც” მოუგოს) და პირველ ადგილზე ვერ გავიდეს, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ თორიული ვარიანტია. რეალურად კი, “ვერა” პირველ ადგილზე დაასრულებს საკვალიფიკაციოს, ხოლო მეორე გუნდის ვინაობა “ზაზასა” და MBG-ის დაპირისპირებაში გადაწყდება.

MBG-ის უპირატესობა აქვს: პირველი წრის მატჩი 84:80 მოუგო “ზაზას” და მეორეში მას 28 დეკემბერს შეხვდება. თუმცა ამ მატჩს შესაძლოა, აზრი დაეკარგოს, თუკი 27 დეკემბერს MBG “ვერას” მოუგებს. ასეთ შემთხვევაში, MBG 2 ქულით გაუსწრებს “ზაზას” და მისთვის მიუწვდომელი გახდება.

თელავი – MBG
სტატისტიკა: 56:85 ზაზას აკადემია – ვერა
სტატისტიკა: 76:95

www.gbf.ge

თეგები“ა” ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168629