ფეხბურთი

21:43 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ალეგრიმ ჩაიბაროს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგეს სათავეში. აღნიშნული ინფორმაცია London Evening Standard-მა გაავრცელა.

ინგლისური კლუბისთვის პირველი კანდიდატი "ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინოა. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა "იუვენტუსი" ალეგრის გაშვებას. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებით ულე გუნარ სულშერი დანიშნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096181