ფეხბურთი

18:40 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი მეოთხე ადგილით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი კრიზისში არაა. არგენტინელმა სპეციალისტმა „სოსიედადთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის მუშაობით კმაყოფილია.

„ჩვენი მიზანია, რომ სატურნირო ცხრილში პროგრესი განვიცადოთ. ვიცით, რომ ეს ადვილი არაა, მაგრამ უკვე მოვახერხეთ მეცხრე ადგილიდან მეოთხე პოზიციამდე აღზევება და საჭიროა ასე გავაგრძელოთ. კმაყოფილები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ესპანეთის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია მსოფლიოში. ყველს შეუძლია ბრძოლა და საჩუქარს არავინ აკეთებს. გვინდა გამარჯვება, მაგრამ ფრეც არ უნდა დავაკნინოთ“, - განაცხადა სოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17324