ფეხბურთი

1:55 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღის გმირი: ინგლისელმა მცველმა ორ წუთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია... (+VIDEO)

ინგლისის ეროვნული ლიგის (რანგით მეხუთე დივიზიონი) 29-ე ტურში „ჩესტერფილდსა“ და „ებსფლიტს“ შორის საოცარი მატჩი გაიმართა და შეიძლება ითქვას, დაუჯერებელად განვითარდა მოვლენები.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 3:0 იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ეს არ მოხდებოდა რომ არა, „ჩესტერფილფის“ მცველი ვილ ევანსი, რომელიც დღის გმირი გახდა.

ევანსმა 95-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (3:3), ხოლო ზუსტად ერთ წუთში „ჩესტერფილფილიდის“ კარში პენალტი დაინიშნა და მეკარე კალუმ ბარტონი გააძევეს. ვინაიდან მასპინძელთა გუნდს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, კარში ერთი წუთის წინ გოლიც გამტანი ევანსი ჩადგა და... პენალტი მოიგერია!

ამ ფაქტის გამო ერთი შეხედვით უინტერესო მატჩი, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

თეგებივილ ევანსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089268