ფეხბურთი

14:21 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა

„აიაქსის“ ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, მალე „ბარსელონას“ მოთამაშე გახდება - წერს Mundo Deportivo. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე აცნობა კლუბის პრეზიდენტს, რობერტო ფერნანდესს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

„ბარსას“ ჰოლანდიელთან უკვე შეუთანხმებია ხუთწლიანი კონტრაქტის პირობები. თუმცა, კატალონიელებს ჯერ „აიაქსთანაც“ მოუწევთ დალაპარაკება. ამსტერდამული კლუბი, დე იონგის 75 მილიონ ევროზე იაფად დათმობას არ აპირებს.

ამასობაში, დე იონგის გადაბირების იმედი ჯერაც არ დაუკარგავს პსჟ-ის მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფის. თუ მან ჰოლანდიელის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, მაშინის შეეცდება მაქსიმალურად დიდი თანხა გადაახდევინოს „ბარსელონას“ მასში, რადგან კატალონიელები ზაფხულში მუქთად მიიღებენ პარიზელთა ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.119622