„მალაგას“ და ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრების მცველი, ხოსე მარტინეს ლოპესი, მეტსახელად „ჩეჩუ,“კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს - გვამცნობს Marca. ლოპესის გადაბირების საქმეში დანი სანჩესიც ყოფილა ჩართული, რომელიც ასევე „მალაგის“ აკადემიიდან გადავიდა „სამეფო კლუბში“ 2015 წელს.
წყაროს ცნობით, ლოპესის ინტერესებს აგენტი პერე გვარდიოლა წარმოადგენს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის, პეპ გვარდიოლას ძმა გახლავთ. თავად 17 წლის ფეხბურთელს კი დაცვის ცენტრში და მარცხენა ფრთაზე თამაში შეუძლია.









