კალათბურთი

18:45 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში შენგელიას თანაგუნდელი აღიარეს

ევროლიგის მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელიას ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მე-18 ტურში "ბასკონიამ" "გრან კანარია" 83:66 დაამარცხა. მარსელინიომ გუნდს 24 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა შესძინა. უერტასის მარგი ქმედები კოეფიციენტმა + 29-ს უწია. ტურში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი +31 "მილანის" კალათბურთელს მაიკ ჯეიმსს ჰქონდა, მაგრამ მისი გუნდი "ბაიერნთან" დამარცხდა და ამიტომაც ვერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175823