ჩოგბურთი

20:30 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მერვედფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გვადელუპაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) თამაში მერვედფინალში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილი იაპონელი მაი ჰონტანა 6:4, 2:6, 7:5 დაამარცხა, დღეს კი, ფრანგ ალიზ ლიმს პირველი სეტი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ 6:3, 3:6, 1:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173964