ფეხბურთი

16:42 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა "ბარსა" აირჩია

კატალონიის „ბარსელონამ“ ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგთან შეთანხმებას მიაღწია. Mundo Deportivo-ს ცნობით, „აიაქსის“ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და პსჟ-ს კატალონური გრანდი არჩია.

დე იონგი „ბარსას“ ზაფხულში შეუერთდება და სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამ თანხას ბონუსებიც დაემატება. რაც შეეხება „აიაქსს“, ჰოლანდიელი ტალანტის სანაცვლოდ სავარაუდოდ, 75-დან 90 მილიონ ევრომდე მიიღებს.

21 წლის ფეხბურთელს „ბარსელონას“ გარდა, სხვა ევროპული გრანდებიც ეპატიჟებიან. თუმცა, როგორც ესპანური მედია იტყობინება, ბრძოლაში გამარჯვება კატალონელებს დარჩათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177984