აბა რა გული გავიძლებდა ცოტა ხნის მწინ თქვენთვის ამერიკის ბულვარულ მედიაში დევიდ ბექჰემისა და ანჯელინა ჯოლის შესაძლო ტრფიალების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე რომ არ გვეთქვა... ეს ამბავი ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ ოცობოდია და ჭორთა ქარიშხალი კვლავინდებურად გრძელდება...
ანჯელინა ჯერჯერობით კვლავინდებურად დუმს და იმასაც გვანიშნებს, ეს დუმილი არაფერზეა თანხმობის მანიშნებელიო. ბექჰემი იფიც-იმტკიცება, ჩემს ცოლთან ღალატს აბა მე როგორ გავბედავდიო და ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობთან მხოლოდ ნაცნობობაზე აკეთებს აქცენტს.
ამ “სასიყვარულო სამკუთხედში“ ყველაზე საინტერესო დევიდ ბექჰემის ცოლის, ვიქტორია ადამს-ბექჰემის რეაქციაა. როგორც “ყვითელი“ მედია წერს, ბოლო დროს ვიქტორიამ ვარჯიშს მიუხშირა და აპირებს სულ ფორმაში იყოს. ეს კი მავანთ აეჭვებს, რომ თვალებბრიალა ადამსის ქალიც კი შეფუცხუნდა ბოლოდროინდელი ამბებით და ცდილობს ქმარი ძველებურად მოხიბლოს.









