კალათბურთი

12:24 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მეომრებმა“ პირველობა გაიმყარეს, უესტბრუკმა 119-ე სამმაგი დუბლი შეასრულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ოკლაჰომამ“ შინ „ნიუ ორლეანი“ 122:116 დაამარცხა. „ოკლაჰომა“ მატჩის მეორე პერიოდში დაწინაურდა, მას შემდეგ ნიუ ორლეანელები მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდათ. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-15 და კარიერაში 119-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. უესტბრუკი სამმაგი დუბლების რაოდენობით ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს (138 სამმაგი დუბლი) და ოსკარ რობერტსონს (138) ჩამორჩება.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „ვაშინგტონი“ 126:118 დაამარცხა. პირველი პერიოდში „მეომრებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის დედაქალაქები მდევრის როლში იყვნენ. ყველაზე მეტი 38 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „ვაშინგტონში“ 27 ქულით არიზა გამოირჩა. „ოქროს შტატელები“ 34 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

„ოკლაჰომა“ – „ნიუ ორლეანი“ 122:116 (28::28, 37:25, 33:29, 24:34)

https://www.youtube.com/watch?v=KuayofZn46I

„ვაშინგტონი“ – „გოლდენ სტეიტი“ 118:126 (28:37, 31:30, 33:37, 26:22)

https://www.youtube.com/watch?v=YRpgpQ0MJUo

„ფინიქსი“ – „პორტლენდი“ 106:120 (31:30, 21:26, 24:32, 30:32)

https://www.youtube.com/watch?v=XUuAXPvs-TM

„ლეიკერსი“ – „მინესოტა“ 105:120 (29:28, 32:30, 21:26, 23:36)

https://www.youtube.com/watch?v=F_BFeOBsXOE

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091752