საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. იმერული გუნდი შეკრებაზე 3 თებერვალს გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს იქ გააგრძელებს.
კახა ჩხეტიანის გუნდი თურქეთში 2 კვირა დარჩება და იქ ყოფნის პერიოდში 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. უვკე ცნობილია სპარინგ პარტნიორებიც:
6 თებერვალი - „აკადემია პანდევი“ (მაკედონია)
7 თებერვალი - „დინამო“ (ბელარუსი)
9 თებერვალი - „რადი“ (სერბეთი)
13 თებერვალი - „კარპატი“ (უკრაინა)
16 თებერვალი - „არსენალი“ (უკრაინა)
აქვე გეტყვით, რომ თურქეთში გამგზავრებამდე „ტორპედო“ საკუთარ ბაზაზე სპარინგს ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარებს. ეს მატჩი 1-ელ თებერვალსაა დაგეგმილი.






