ფეხბურთი

20:40 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის სტადიონი მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მიმდინარე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო და კომენტარიც გააკეთა.

“დღეს სამშენებლო პროცესი მოვინახულე. დასკვნით ეტაპზეა სახურავის ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით. გარდა ამისა, ხორციელდება ტრიბუნების მოწყობა და შიდა საინჟინრო სამუშაოები.
მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაზე 400 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მჯერა, რომ უეფა-ს ჳვ კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი გახდება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.117338