ფეხბურთი

12:35 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსებს განაგრძობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლების და განვითარების განყოფილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით აცხადებს მიღებას ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსზე. აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე მწვრთნელი უეფა-ს C ლიცენზიას მიიღებს. რაც თავის მხრივ აუცილებელი მოთხოვნაა მომავალში უეფა-ს B ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსებზე მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ფედერაციას.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096531