სხვა

3:00 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტურინულ გრან პრიზე ძალებს 3 ქართველი მოფარიკავე სცდის

იტალიის ქალაქ ტურინში რაპირით ფარიკაობაში გრან პრი მიმდინარეობს. გუშინ სპორტულ-საკონცერტო არენა "პალა ალპიტური" ქალებს დაეთმოთ, დღეიდან კი ვაჟები იასპარეზებენ.

219 მოფარიკავეს შორის საქართველოს ნაკრების 3 წევრი გახლავთ. ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 13:00 იწყება, თუმცა სამივე ქართველი მოფარიკავე: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი და არჩილ უგულავა ასპარეზობაში 15:15 - დან ჩაერთვება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09591