ფეხბურთი

12:53 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალებიდან ჩემპიონთა ლიგას ვიდეოარბიტრი დაემატება

ვიდეოარბიტრის სისტემამ (VAR) წარმატებით გაიარა ტექნიკური ტესტირება, მსაჯებმა საჭირო განსწავლულობა მიიღეს და მერვედფინალური ეტაპიდან დაწყებული, მას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გამოიყენებენ.

VAR-ი უკვე მუშაობს რამდენიმე ეროვნულ ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაში კი ასე იქნება: VAR-ის ბრიგადები ყველა მატჩის სტადიონზე განთავსდებიან და მთავარ მსაჯს მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან. ჯგუფში შედიან ვიდეოდამხმარე არბიტრი, მისი ასისტენტი და ორი ვიდეოოპერატორი.

სადაო სიტუაციის შემთხვევაში, VAR-ს შეუძლია სთხოვოს არბიტრს განმეორებით ნახოს ეპიზოდი აუტის ხაზთან განთავსებულ მონიტორზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის მთავარი მსაჯი იღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096503