იტალიის ქალაქ ფოჯაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის. დღეს ასპარეზობა იუნიორებმა დაიწყეს.
ჯგუფური ეტაპის შედეგებით, ოთხი ქართველი მოფარიკავიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ლიკა ჯიჯეიშვილი გავიდა, რომელმაც ხუთიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა. ანა აფრასიძემ, მარიამ ცუხიშვილმა და თამარ ჩარკვიანმა ჯგუფში მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს და ბრძოლას გამოეთიშნენ.
T64-ში ჯიჯეიშვილმა პოლონელი იულია კისლარი 15:10 დაამარცხა, მეთექვსმეტედფინალში კი იტალიელ ჯულია არპინოსთან 7:15 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.
ხვალ, ფოჯაში ხმლით მოასპარეზე ბიჭები გამოვლენ. ჯგუფურ ეტაპს ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე და ნიკოლოზ ჭეიშვილი საქართველოს დროით 12:00 დაიწყებენ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური







