ფეხბურთი

14:57 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველად საქართველოში - ჩემპიონატი ფეხბურთის ცოდნაში
ორი ტურის შემდეგ, ცხრილში დაძაბული ვითარებაა

პირველად საქართველოში, სტარტი აიღო საფეხბურთო-ინტელექტუალურმა პროექტმა, რომლის სახელია “მე-12 მოთამაშე”. ეს არის საფეხბურთო-ინტელექტუალური ჩემპიონატი, რომელშიც გუნდები ერთმანეთს ფეხბურთის ცოდნაში ეჯიბრებიან.

პირველ ჩემპიონატში, რომელიც 5 ტურისგან შედგება, 14 გუნდი მონაწილეობს და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. თამაშის წესები მარტივია: თითოეულ ტურში გუნდები პასუხობენ 25 შეკითხვას, რომლებიც სხვადასხვა სირთულისაა და შესაბამისად, სწორი პასუხებიც სხვადასხვა ქულებით ფასდება. შესაბამისად, გუნდები ქულებს იღებენ, რაც სატურნირო ცხრილზე აისახება. ბოლოს, დაჯამდება 5-ვე ტურში მიღებული ქულები და გამოვლინდება პირველი სეზონის გამარჯვებული.

უკვე ჩატარდა ორი ტური და სატურნირო ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა. წინ კიდევ სამი ტურია და ვითარება კიდევ არაერთხელ შეიცვლება. როგორც სატურნირო ცხრილებიდან ჩანს, თითოეულ ტურს შეუძლია ცხრილის შუაში მყოფი გუნდი ლიდერებში აწიოს, ან პირიქით.

ტურნირში მონაწილეობს იუვენტუსის (იუვენტინო), მილანის (სუპერპიპო, მილანი 1899), ინტერის (ობაფემი), რომას (ჯალო-როსო), ბარსელონას (ბლაუგრანა), არსენალის (არსენალი) და ლივერულის (სქაუზერები) ფან კლუბები საქართველოში. ასევე, სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები (ექუალ გეიმ), აჭარასპორტის გუნდი (პოლ ჯიუველი), ხაშურის დარქ იუნაიტედი, მეგობრები, იაია ტურე და მონტევიდეო.

ჩემპიონატის მასპინძელია Legends Bar in Hotels & Preference Hualing Tbilisi, სადაც სუფთა საფეხბურთო და ძალიან კომფორტული გარემოა შესაძლებლობების წარმოსაჩენად. საფეხბურთო-ინტელექტუალური ჩემპიონატის მეორე სეზონი მაისში დაიწყება.

პროექტის ფეისბუქგვერდი - Me12 Motamashe / მე-12 მოთამაშე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094289