ინდიან უელსის მასტერსის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 97-ე ნომერთან პრანეშ განესვარანთან 6:4, 6:7, 7:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში 2:2-ზე ინდოელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე პარტიაში ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ქართველმა იყოჩაღა და 8:6 მოიგო. მესამე სეტში განესვარანი 5:3 იგებდა, მაგრამ ნიკამ იმდენი შეძლო, რომ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამჯერად უკეთესი პრანეში გადმოდგა და 7:4 მოიგო.
ნიკას 10 ეისი და 11 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო განესვარანს 10 ეისი და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა.
ინდოელი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე ივო კარლოვიჩს, შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ბორნა ჩორიჩს 6:4, 7:6 აჯობა.







