გუდაურში FIS-ის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით ჩატარებულიყო.
ქალთა შორის ისევ გერმანელმა სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰამ მოიგო, ვაჟთა შორის კი ფრანგი მერლინ სარგეტი გახდა ჩემპიონი.
დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
II ადგილი
ქალთა შორის - სარა დევუსო (საფრანგეთი)
ვაჟთა შორის - ჯაკობ დუსეკი (ავსტრია)
III ადგილი
ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (შვეიცარია)
ვაჟთა შორის - ჯერომ ლიმენი (შვეიცარია)
IV ადგილი
ქალთა შორის - ქლოე პასერატი (საფრანგეთი)
ვაჟთა შორის - ლოან ბოცოლო (საფრანგეთი)
ჰანა იედიოჰა: "გუშინდელივით კარგი ტრასა იყო, ძალიან მომწონს აქაურობა, ეს ფერდობი, იმხელა სიამოვნება მივიღე და ისევ მოვიგე. საშეჯიბრო ტრასა ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო და უშეცდომოთ ვისრიალე. გუდაური ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და აუცილებლად დავბრუნდები აქ სასრიალოდ".
მერლინ სარგეტი: "კარგი დღეა, შედეგით კმაყოფილი ვარ, მშვენიერი ადგილია, საშეჯიბრო ფერდობიც ძალიან მომეწონა. სადაც კი ვყოფილვარ, ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე კარგი ადგილია სასრიალოდ. შემიყვარდა გუდაური. აქ კიდევ დავბრუნდები ბევრჯერ და ასევე 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდები ასევე კარგად ვისრიალო".
10 მარტს, გუდაურშივე ვაჟთა შორის FIS-ის სნოუბორდ კროსის სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 22 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი ქართველი სნოუბორდისტი - ბაქარ მუშკუდიანი და ვალერი ზაქაიძე იყო.
გამარჯვებული ესპანელი მარკ როურიგახდა.
დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
II ადგილი - გეზა კინდა (რუმინეთი)
III ადგილი - რომან ალექსანდროვსკი (უკრაინა)
IV ადგილი - კილი ვაისი (დიდი ბრიტანეთი)
ქართველმა სნოუბორდისტებმა, სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ვერ გაიარეს.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.
მომავალ კვირას, 15 მარტს გუდაური FIS-ის სკი კროსის საეთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. 16, 17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ამავე დისციპლინაში.
www.gsf.ge









