კალათბურთი

17:20 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუოლ დენგმა დენი ფერის რასისტული განცხადება აპატია

yahoo.com-ის ცნობით, “მაიამი ჰიტის” კალათბურთელმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ “ატლანტა ჰოუქსის” გენერალურ მენეჯერს დენი ფერის რასისტული განცხადება აპატია.

“პატიება ადამიანისთვის ყველაზე რთულია, მაგრამ მე დენის ვპატიობ. მჯერა, რომ დენი ნანობს თავის ნათქვამს”, – განაცხადა ლუოლ დენგმა.

დენი ფერიმ დენგის შესახებ განაცხადა, რომ მასში არის რაღაც აფრიკული.

ლუოლ დენგი წარმოშობით სუდანელია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ნაკრებში თამაშობს. 2004-14 წლებში, დენგი ჩიკაგო ბულზში თამაშობდა. ამ ზაფხულს კი “მაიამი ჰიტში” გადავიდა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091195