ჭადრაკი

20:27 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელების კვალად, ქუმსიაშვილმა 16-წლამდელებშიც იმარჯვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე 16-წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, პირველობისთვის ბრძოლაში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა.

7.5 ქულით პირველობა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 18-წლიან ჭაბუკებს შორის ნიკა ქუმსიაშვილმა და ფოთელმა ნიკა ღვამბერიამ გაინაწილეს. ვინაიდან, ქუმსიაშვილს მეტოქე პირად შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა, ამიტომ ჩემპიონის ტიტულსაც ის დაესაკუთრა.

III-IV ადგილები გიორგი სიბაშვილმა და ნოე თუთისანმა გაიყვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ბრინჯაოს მედალი სიბაშვილს ხვდა წილად.

გოგონათა შორის შედარებით იოლად და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა ქუთაისელმა მარიამ ჭოლაძემ, რომელმაც უახლოეს მდევარ ნინო ხომერიკს ერთი ქულით გაუსწრო. მესამე ადგილზე 6.5 ქულით ასევე ხომერიკი – ქეთევანი გავიდა.

I-II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს, თუმცა, არჩევანი ჩემპიონს ეკუთვნის თუ სად იასპარეზებს: მსოფლიო თუ ევროპა...

10-წლამდე გოგონების პირველ ლიგაში გორელმა ნინო დარჩიაშვილმა იმარჯვა 7.5 ქულით. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნელი პავლიაშვილმა, ხოლო 6.5 ქულით მესამე ადგილზე  ნინო ნაჭყებია გავიდა.

ამავე ასაკის ბიჭებში 9-დან 8 ქულით გიორგი დემურხანიშვილმა იპირველა, გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსანი ლუკა ხობელია, მესამე საფეხურზე კი 6.5 ქულით ნიკა კევლიშვილი განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს 10-წლამდე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს.

www.gcf.org.ge

0.159931