გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „ოკლაჰომა“ 110:88 დაამარცხა. „ოქროს შტატელებმა“ პლეი ოფში თამაში გაინაღდეს. „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველი გუნდია, ვინც პლეი ოფში გავიდა. მატჩის სტარტზევე „მეომრები“ დაწინაურდნენ და ოკლაჰომელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. პოლ ჯორჯმა 29 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „გოლდენ სტეიტი“ 47 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„დენვერი“ საკუთარ დარბაზში „ინდიანას“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეოთხე პერიოდში „დენვერი“ დევრის როლში იყო, თუმცა მატჩის დასრულებამდე შვიდი წამით ადრე პოლ მილსაპმა 2-ქულიანი ჩააგდო და „დენვერმა“ 102:100 მოიგო. „დენვერი“ 46 მოგებით და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
„ნიუ ორლეანი“ – „ფინიქსი“ 136:138 (31:34, 29:32, 25:23, 37:33, ო.ტ. 14:16)
https://www.youtube.com/watch?v=yKildf65Cro
„ვაშინგტონი“ – „მემფისი“ 135:128 (35:37, 34:34, 36:32, 30:25)
https://www.youtube.com/watch?v=peobYMoJAbA
„დალასი“ – „კლივლენდი“ 121:116 (34:26, 32:31, 34:31, 21:28)
https://www.youtube.com/watch?v=VaN6erMUtUE
„ოკლაჰომა“ – „გოლდენ სტეიტი“ 88:110 (27:40, 19:24, 25:23, 17:23)
https://www.youtube.com/watch?v=u1X-c_kriZo
„სან ანტონიო“ – „პორტლენდი“ 108:103 (23:21, 25:29, 24:26, 36:27)
https://www.youtube.com/watch?v=hW5W5cvxqpo
„დენვერი“ – „ინდიანა“ 102:100 (25:36, 32:24, 22:15, 23:25)
https://www.youtube.com/watch?v=l7n2CGulgg4
„იუტა“ – „ბრუკლინი“ 114:98 (28:21, 31:21, 24:22, 31:34)
https://www.youtube.com/watch?v=v77orX-UIS8







