ფეხბურთი

19:12 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიონი" მეორე ადგილზე მოკალათდა, "ვიტ ჯორჯიამ" წაუგებელი სერია დაასრულა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“. „ვეტერინარები“ აქამდე წაუგებლად მოვიდნენ, მაგრამ ბოლნისში,“სიონთან“ ვერაფერი გააწყვეს.

არადა, ახლოს იყვნენ სტუმრები ქულის მოპოვებასთან და წაუგებელი სერიის გაგრძელებასთან, მაგრამ 87-ე წუთზე ვილი ისიანისა და ანზორ სუხიაშვილის კარგი კომბინაციის შემდეგ, სიხარულიამ თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუ „ვიტ ჯორჯიამ“ წაუგებელი სერია დაასრულა, „სიონმა“ ბოლო სამ თამაშში შვიდი ქულა მოიპოვა და მინიმუმ იქამდე, სანამ „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა დასრულდება, სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იქნება.

„სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სიხარულია (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172477