ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში ბულგარეთის ნაკრებმა მონტენეგროს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (1:1). ბულგარელები უქულოდ დარჩენას პირველ რიგში მთავარ მსაჯს უნდა უმადლოდნენ.
81-ე წუთზე, როდესაც მონტენეგრო სოფიაში იგებდა (1:0), ფრანგმა არბიტრმა რუდი ბიუკემ უხეში შეცდომა დაუშვა. ბულგარეთის ნაკრების შემტევსა და მონტენეგროს ნაკრების მცველს შორის კონტაქტი იყო, თუმცა, აშკარად საჯარიმოს გარეთ. ეპიზოდი იმდენად ნათელი გახლდათ, რომ ძალიან გასაკვირია ფრანგი რეფერის გადაწყვეტილება, რომელმაც პენალტი დანიშნა.
ბულგარელებმა საჩუქარი შეირგეს, ტოდორ ნედელევმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.







