ბათუმის სტადიონზე კომპოზიტური მემბრანით ტრიბუნების გადახურვა დასრულდა, შემდეგი ნაბიჯი კი გარე ფასადის მოწყობა და ინდივიდუალური სკამების მონტაჟი იქნება.
არსებული ვითარების გაცნობისთვის ფოტოგალერეისთვის თვალის გადავლება შეგიძლიათ. ვთქვათ ისიც, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასახელებულ ვადებზე სწრაფად მიმდინარეობს და შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდეც კი დასრულდეს.







