საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „გენტთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს. Voetbalprimeur.be იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ჩვენებური ხელშეკრულებას ორი წლის ვადით, 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
„ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ გენერალური დირექტორი მიშელ ლუვიჟი გიორგის უკვე შეუთანხმდა 2022 წლამდე კონტრაქტზე“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წელს გადავიდა და გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.
ჩაკვეტაძე „გენტის“ ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ტრავის შემდეგ მოედანზე ცოტა ხნის წინა დაბრუნდა და საწყის ორ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.







