ჩოგბურთი

21:58 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მედვედევთან დამარცხდა, ნადალი ნახევარფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე არლოს მასტერსს გამოეთიშა. მეოთხედფინალში სერბ ჩოგბურთელი დანილ მედვედევთან ანგარიშით 3:6, 6:4, 2:6 დამარცხდა. რუსი ჩოგბურთელი აქამდე ნოვაკს სამჯერ შეხვდა და სამჯერვე დამარცხდა, ამჯერად კი მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და მასტერსის ნახევარფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში მედვედევმა 21-ე (21-6) მატჩი მოიგო და სამი მოგებით მეტი აქვს, ვიდრე როჯერ ფედერერს (18-2). ჯოკოვიჩი კი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ მესამე ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწია.

რაფაელ ნადალი კი გრუნტის საფარზე წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებს და ნახევარფინალშია. ესპანელმა მეოთხედფინალში არგენტინელი გვიდო პელია 7:6, 6:3 დაამარცხა და მონტე კარლოს მასტერსზე კარიერაში 71-ე გამარჯვება იზეიმა. აღნიშნულ ტურნირზე ნადალი ოთხჯერ დამარცხებულა, 2013 და 2015 წლებში ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო მალიორკელის შეჩერება, ხოლო 2003 და 2014 წლებში - შესაბამისად გილერმო კორიამ და დავიდ ფერერმა. პელიას სასარგებლოდ კი იმის თქმა შეიძლება, რომ ნადალს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაც მის ბოლოდროინდელ წინსვლას უკავშირდება - მიმდინარე სეზონში არგენტინელს 17 მოგება და 8 მარცხსი აქვს და ასეთი ბალანსი მისთვის კარიერაში საუკეთესოა.

ნახევარფინალში დანილ მედვედევი დუშან ლაიოვიჩს შეხვდება. სერბმა იტალიელი ლორენცო სონეგო მეოთხედფინალში 6:4, 7:5 დაამარცხა. ნადალი კი ბორნა ჩორიჩს და ფაბიო ფონინის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093184