შვედეთის სუპერეტანის მორიგ კალენდარულ ტურში (რანგით მეორე დივიზიონში) შესანიშნავი გოლი გავიდა. „იონკოპინგსის“ ერაყელმა ლეგიონერმა ამირ ალ-ამარიმ მეტოქის კარი მოედნის ცენტრიდან დალაშქრა.
შვედეთში დაბადებულმა ერაყელმა ნახევარმცველმა „ნორბის“ კარის მიმართულებით დაახლოებით 60 მეტრიდან დაარტყა და საოცარი გოლის ავტორი გახდა.
შეხვედრა კი საბოლოოდ, „იონკოპინგსის“ ტრიუმფით დასრულდა - 7:1.







