ბერძნულ ლუტრაკიში დასრულებულ ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ტრიუმფალურად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ჯამში 120 (!) მედალი მოიპოვა.
უფროსებში ჩვენმა გუნდმა 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ახალგაზრდული ნაკრები კი 24 ოქროს, 14 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში პირველი იყო.
საინტერესოა, რომ პირველ ადგილზე გავიდნენ პარამკლავჭიდელებიც, რომელთა ანგარიშზე 23 ოქროს, 20 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.







