ფეხბურთი

22:34 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სასწაული შვეიცარიაში: "ქსამაქსი" სახლში 0:4 წაგების შემდეგ ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გამოვიდა (+VIDEO)

2018-2019 წლების სეზონში ქამ-ბექებსა და წარმოუდგენელ მატჩებს იმდენად შევეჩვიეთ, თითქოს გასაკვირი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ შვეიცარიაში მოხდა.

შვეიცარიის სუპერლიგის მეცხრეადგილოსანი „ქსამაქსი“ ჩელენჯლიგის მეორეადგილოსან „არაუს“ ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდა და გამარჯვებული მომდევნო სეზონში სუპერლიგის საზგურს მიიღებდა.

30 მაისს, „არაუმ“ სტუმრად მეტოქე 4:0 გაანდგურა და თითქოს ყველაფერი ცნობილი გახდა - სუპერლიგაში უნდა აღზევებულიყო.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. გუშინ „არაუს“ მოედანზე საპასუხო მატჩში „ქსამაქსმა“ სასწაული შეძლო და საკუთარ კედლებში მიღებული 4-ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა - 4:0 მოიგო! შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც „ქსამაქსმა“ 5:4 იმარჯვა და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგა სხვა განზომილებაა, მაგრამ ქამ-ბექიც ასეთი უნდა...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163774