თბილისის “დინამოსთან” ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა არფან დაფემ, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ “ნასაჯიში” გაატარა.
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი მანამდე ქუთაისის “ტორპედოში”, ირანულ “პაიკანსა” და ფოთის “კოლხეთში” ირიცხებოდა.
დინამოელთა პრესსამსახურის ცნობით, დაფე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სამწვრთნელო შტაბი მასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.







