2022 წლის მუნდიალი შეიძლება ყატარში აღარ ჩატარდეს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. მოგეხსენებათ, მასპინძლად ყატარი ციურიხში, 2010 წლის 2 დეკემბერს დაასახელეს ფიფას კონგრესზე.
TNTSports-ის ცნობით, კორუფციული სკანდალის გამო ფიფამ სასწრაფოდ დაიწყო სხვა მასპინძელი ქვეყნის ძებნა. გამოცემის მტკიცებით, ამჟამად ფიფაში საუდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს სავარაუდო მასპინძლის მოსაძიებლად.
2010-ში ყატარის გარდა, 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის კანდიდატები: აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია იყვნენ.









