ფეხბურთი

22:17 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოლონეთი 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აღნიშნული შედეგით კი ესპანეთმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ესპანეთმა ვერ იასპარეზა. ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე მასპინძლებმა იმარჯვეს, რომლებმაც გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხეს. ტოკიოს ოლიმპიადა და შემდეგ წელს 24 ივნისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096065